Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა


რუმინეთში მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის, ტრაიან ბასესკუს ინაუგურაცია გაიმართა. მან პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას პირობა დადო, რომ განახორციელებს რეფორმებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის მოდერნიზებაა. მანვე გამოთქვა სურვილი, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს შეერთებულ შტატებთან, აგრეთვე მოლდავეთთან - აღმოსავლელ მეზობელთან, რომლის მოსახლეობის უდიდეს ნაწილსაც ეთნიკური რუმინელები შეადგენენ. ბასესკუმ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 6 დეკემბერს გამართულ ტურში.
XS
SM
MD
LG