Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მემარცხენეებმა სააკაშვილის ფოტოსურათი დაწვეს


რუსეთის პოლიტიკური ორგანიზაციის, “მემარცხენე ფრონტის”, აქტივისტებმა მოსკოვში, საქართველოს საელჩოს ყოფილ შენობასთან, აქცია გამართეს და გააპროტესტეს ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის დემონტაჟი. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საელჩოსთან აქტივისტებმა გამოფინეს პლაკატი: „სირცხვილი ვანდალებს!“ გაისმოდა შეძახილები: „მოვახდინოთ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი!“ აქციის დასასრულს “მემარცხენე ფრონტის” წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის ფოტოსურათი დაწვეს.
XS
SM
MD
LG