Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ქუთაისის საკრებულომ მერი უნდა აირჩიოს


ქუთაისის საკრებულოში მერობის მსურველთა განცხადებების მიღების 2-კვირიანი ვადა გუშინ საღამოს ამოიწურა. მერობის სურვილი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, გიორგი თევდორაძემ გამოთქვა. თევდორაძე 2003-2007 წლებში იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო. საკრებულომ ბიუროს სხდომაზე უკვე განიხილა მერობის კანდიდატის პროგრამა. დღეს კი 15-კაციანი საკრებულო ერთადერთ კანდიდატზე ხმათა უმრავლესობით გააკეთებს არჩევანს. გიორგი თევდორაძე, თუ მას საკრებულო მხარს დაუჭერს, ქუთაისის მერვე მერი გახდება ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ.

XS
SM
MD
LG