Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი: აგვისტოს ომი კავკასიის დაპყრობას ისახავდა მიზნად


ჩეჩნეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომი იყო ნაწილი დასავლეთის სახელმწიფოთა ანტირუსული შეთქმულებისა, რომელიც მიზნად მთელი კავკასიის დაპყრობას ისახავდა. სააგენტო როიტერს რამზან კადიროვმა ისიც განუცხადა, რომ დასავლეთის ზეგავლენის ქვეშ მყოფი საქართველო და უკრაინა რუსეთისთვის ავადმყოფობაა, რომლის ლიკვიდირებას შეტევა სჭირდება და საამისოდ რუსეთს არმიაც ჰყავს და ტექნოლოგიებიც აქვს. ჩეჩნეთის პრეზიდენტის განცხადება საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ მის პირად მოსაზრებად, არამედ რუსეთის განზრახვად შეაფასა. საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის თქმით, კადიროვის განცხადებებს მიღმა რეალურად პუტინი დგას. ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოსაზრებათა კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინისგან რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს.
XS
SM
MD
LG