Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს საქართველოსგან ფრენების უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება


დღეს რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლება ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია, უპრეცედენტო შემთხვევაა, ამიტომ რუსეთს საქართველოს მთავრობისგან ფრენების უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. საქართველო-რუსეთს შორის 26 დეკემბრიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შესახებ საბოლოო ინფორმაციას კომპანია ”აირზენა” სავარაუდოდ, დღეს გაავრცელებს. თავის მხრივ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას სთხოვა დაუდასტუროს, რომ ”აირზენას” 10 ჩარტერული ავაირეისის შესრულების ნებართვა აქვს. სააგენტო რია-ნოვოსტის რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ისიც აცნობეს, რომ ქართულ მხარეს აერონავიგაციური მომსახურებისთვის დაგროვილი დავალიანება შეახსენეს.
XS
SM
MD
LG