ყანდაარში აფეთქებას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ყანდაარში აფეთქებას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავღანეთში, ქალაქ ყანდაარში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. აფეთქება ყანდაარის ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან და იმ სასტუმროსთან ახლოს მოხდა, სადაც ხშირად უცხოელები ჩერდებიან.