Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ბელორუსია ერთიან თავდაცვით სისტემას ქმნიან


რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა ხელშეკრულება, რომელიც რუსეთისა და ბელორუსიის ერთიანი, რეგიონული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შექმნას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, სისტემას უხელმძღვანელებს სარდალი, რომელსაც დანიშნავენ ორი ქვეყნის პრეზიდენტები. რაც შეეხება საერთო ჯარს, მათ გამოყენებასა და საბრძოლო მორიგეობის ორგანიზებას, სარდალთან ერთად გადაწყვეტილების მიიღებენ რუსეთისა და ბელორუსიის თავდაცვის სამინისტროები. ხელშეკრულება, ხუთი წლის ვადითა და ავტომატური გაგრძელებით, 2009 წლის თებარვალში იქნა დადებული. ბელორუსიის პარლამნეტმა უკვე მოახდინა მისი რატიფიცირება.
XS
SM
MD
LG