Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უშიშროების ძალებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეტაკებები მოხდა


როგორც იტყობინებიან, შეტაკებები მოხდა ირანის უშიშროების ძალებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც რელიგიური რიტუალი ანტისამთავრობო დემონსტრაციის გასამართად გამოიყენეს. როგორც ჩვენი რადიოს სპარსულენოვან რედაქციას უთხრეს მოწმეებმა, პოლიცია და გასამხედროებული ორგანიზაცია ბასიჯი საპროტესტოდ გამოსულებს დიდ ჯგუფებად შეკრებაში უშლიდნენ ხელს. ოპოზიციური ვებსაიტების ცნობით, უშიშროების ძალები შეიჭრნენ საინფორმაციო სააგენტო ისნას შენობაში მას მერე, რაც რამდენიმე დემონსტრანტმა შეაფარა მას თავი. ამ ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება ვერ მოხერხდა, ვინაიდან უცხოეთის მედიას აეკრძალა საპროტესტო გამოსვლების გაშუქება. ირანში აღინიშნება შიიტთა ყოველწლიური სამგლოვიარო პერიოდი აშურა, რომლის კულმინაცია კვირას არის.
XS
SM
MD
LG