Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში გამართულ საპროტესტო აქციებს 4 ადამიანი ემსხვერპლა, დააკავეს დაახლოებით 300 პირი


ირანიდან მოსული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციების რამდენიმე მონაწილე ემსხვერპლა შეტაკებებს მთავრობის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის. სახელმწიფო მაუწყებელ „ირიბის“ მიხედვით, პოლიციის ინფორმაციით აქციებზე დაახლოებით 300 პირი დააპატიმრეს. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, შეტაკებებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, მირ ჰუსეინ მუსავის ძმისშვილი ალი მუსავი. ვრცელდება ცნობები, რომ საპროტესტო აქციები თეირანის გარდა სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ვაშინგტონმა დღეს მკაცრად დაგმო ირანში „მოქალაქეების ძალადობრივი და უსამართლო“ შევიწროება.
XS
SM
MD
LG