Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”აირზენამ” რუსეთისგან ნებართვა მიიღო, მაგრამ გვიან


ავიაკომპანია "აირზენამ" რუსეთის საავიაციო ხელისუფლებისგან 29-30 დეკემბერს ჩარტერული რეისების შესრულების შესახებ ნებართვა მიიღო, მაგრამ როგორც კომპანიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ნებართვა კომპანიაში გუშინ გვიან საღამოს მოვიდა, რის გამოც დღეს და ხვალ ფრენების შესრულება ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა. პირდაპირი ჩარტერული რეისები საშობაოდ, 6 იანვარიდან 25 იანვრამდე შესრულდება.

XS
SM
MD
LG