Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი თვლის, რომ საპროტესტო გამოსვლები ირანში უცხოეთმა მოაწყო


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები ამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, გასულ კვირაში, უცხოეთის ძალების მიერ დადგმული „გულისამრევი სპექტაკლი“ იყო. მისი სიტყვები მოჰყავს „ირნას“ სააგენტოს, რომელიც იუწყება, რომ პრეზიდენტის თანახმად, საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც რვა ადამიანი შეეწირა, აშშ-ის და ისრაელის მიერ იყო მოწყობილი. დღეს, ირანში, სამთავრობო მედიის ცნობით, მთავრობის ათეულათასობით მომხრემ მოაწყო მსვლელობები, რომელთა დროსაც ოპოზიციონერების დასჯას მოითხოვდნენ.
XS
SM
MD
LG