Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი უარყოფს ირანის რადიოაქტიური მადნით მომარაგების შესაძლებლობას


ყაზახეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანის რადიოაქტიური მადნით მომარაგების გეგმებთან დაკავშირებით. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ერჟან აშიკბაევის თქმით, ყაზახეთისა და ირანის თანამშრომლობა სრულად შეესაბამება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნებს. ადრე საინფორმაციო საშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ირანი აპირებდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციის დარღვევით, ყაზახეთისგან 1 350 ტონა გასუფთავებული ურანის შეძენას. 29 დეკემბერს ირანმა კვლავ უარყო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ შეთავაზებული გეგმა, რომელიც ატომური პროგრამის გარშემო არსებული უთანხმოების აღმოფხვრას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG