Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის ღამეს ტრანსპორტი თბილისში უფასო იქნება


22:00-დან 03:00 საათამდე თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა მოქალაქეებისათვის უფასო იქნება. ამის შესახებ სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განაცხადა. მან დაამატა, რომ 24:00 საათიდან 03:00 საათამდე დედაქალაქის რაიონებიდან სპეციალური მარშრუტები დაინიშნება რუსთაველის მიმართულებით, რათა მოსახლეობას საახალწლო ზეიმზე დასწრება გაუადვილდეს. ამ მიზნით 16 ახალი მარშრუტი გამოიყო, რომელზეც 50 ავტობუსი იმუშავებს.

XS
SM
MD
LG