Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებისათვის მზად არ არის


ბელორუსიის პარლამენტის ქვედა პალატის დსთ-ს საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სერგეი მასკევიჩი აცხადებს, რომ 2009 წელს ბელორუსია მზად არ იყო განეხილა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. მისი თქმით, საკითხები, რომლებიც მთელი რეგიონზე მოახდენს ზეგავლენას სწრაფად ვერ გადაწყდება და ბელორუსმა დეპუტატებმა გადაწყვეტილების მიღებამდე მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიიღონ. სერგეი მასკევიჩმა დასძინა, რომ ბელორუსიის პარლამენტი მზად შეიძლება არც 2010 წელს აღმოჩნდეს, თუმცა არც ის გამორიცხა, რომ საკანონმდებლო ორგანომ ეს საკითხი საგაზაფხულო სესიაზე განიხილოს.

XS
SM
MD
LG