Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცსკ-ს ახალი თავმჯდომარე ეყოლება


ამ კვირაში ცნობილი უნდა გახდეს საქართველოს ცსკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა. პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად, სამი კანდიდატი 8 იანვრამდე უნდა წარადგინოს. თავმჯდომარის ოფიციალური უფლებამოსილება ლევან თარხნიშვილის დეკემბრის ბოლოს, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა დამტკიცების შემდეგ შეუწყდა და ამჟამად მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი აქვს. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე ცსკ-მ 11 იანვრამდე უნდა იმსჯელოს და თუ ხმათა უმრავლესობით ახალი თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, სამი კანდიდატიდან ერთს საქართველოს პარლამენტი აირჩევს.
XS
SM
MD
LG