Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საშობაო წირვის შემდეგ მლოცველები დაიღუპნენ


ეგვიპტის ქალაქ ნაგ ჰამადიში შვიდი ადამიანი დაიღუპა საშობაო წირვის შემდეგ. უცნობი პირების მიერ თავდასხმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც მლოცველებმა ქრისტიანული კოპტური ეკლესია დატოვეს. ეკლესიის ეპისკოპოსისა და ადგილობრივი პოლიციის უფროსის თანახმად, მკვლელობა, შესაძლოა, შურისძიების მიზნით მოაწყვეს მუსლიმანური თემის წარმომადგენლებმა, რომლებიც აღაშფოთა ქრისტიანი კაცის მიერ მუსლიმანი გოგონას გაუპატიურებამ გასული წლის ნოემბერში. კოპტური ეკლესიის წინამძღოლის კირიოლოსის თქმით, ნაგ ჰამადიში ქრისტიანი თემის მიმართ ქრისტეშობამდეც არაერთი ძალადობა განხორციელდა.
XS
SM
MD
LG