Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში ხუთი მეამბოხე მოკლეს


რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხუთი შეიარაღებული მეამბოხე, მათ შორის ორი ლიდერი გაანადგურეს დაღესტნის რაიონში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დაღესტნის განყოფილების ინფორმაციით, მოკლულია მარატ ყურბანოვი, ეგრეთწოდებული “მახაჩყალის ემირი.” იმავე წყაროს თანახმად სპეცოპერაციისას ასევე მახაჩყალა-შამხალსკის დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის ლიდერი მადრიდ ბეგოვი. იგი გასული წლის გაზაფხულიდან ფე-ეს-ბეს პოლკოვნიკის მკვლელობისთვის იძებნებოდა.
XS
SM
MD
LG