Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში შენობის ნგრევის მსხვერპლი ოთხამდე გაიზარდა


ორთაჭალაში, საჯარო რეესტრის კუთვნილი შენობის ნანგრევებში მაშველებმა მეოთხე მუშის გვამი იპოვეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განუცხადა. ორთაჭალაში, გულიას 3-ში მდებარე საჯარო რეესტრის კუთვნილი შენობა, რომელშიც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, 8 იანვარს ჩამოინგრა. ნანგრევებში ოთხი მუშა მოყვა. ორი მათგანის გვამი მაშველებმა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში აღმოაჩინეს. შენობის ჩამონგრევის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩამონგრეულ შენობაში გაწმენდით სამუშაოებს კომპანია "ალიზი" აწარმოებდა.
XS
SM
MD
LG