Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე კვირას პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება


რიგგარეშე სხდომაზე დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით განხილვა და მიღება, რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 1 ივნისამდე უნდა ჩატარდეს. ამავე სხდომაზე პარლამენტმა სახელობითი კენჭისყრით ცესკოს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე წევრები უნდა დაამტკიცოს, მაგრამ მანამდე პრეზიდენტისგან თითო ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატის წარდგინება უნდა მოხდეს. არ არის გამორიცხული, პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევაც მოუწიოს, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ცესკოს ოპოზიციური წარმომადგენლები თავმჯდომარის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდებიან. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 15 იანვრისთვის იგეგმება.
XS
SM
MD
LG