Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი იმ თანადგომის გამო, რომელიც მან საქართველოს აღმოუჩინა რუსეთთან ომის დროს. დაჯილდოვების ცერემონია ბათუმში გაიმართა. მაკკეინი საქართველოში კიდევ ორ რესპუბლიკელ სენატორთან, ჯონ ბარასოსთან და ჯონ თიუნთან ერთად ჩავიდა. პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრამდე, მათ მოლაპარაკება გამართეს რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერთან, მათ შორის რესპუბლიკელების ლიდერ დავით უსუფაშვილთან და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ხელმძღვანელ გიორგი თარგამაძესთან. დღეს სენატორი მაკკეინი ზუგდიდშიც ჩავიდა, იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს ეწვია და მისიის ხელმძღვანელ ჰანს იორგ ჰაბერს შეხვდა.
XS
SM
MD
LG