Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი მეტ დროს მოითხოვს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურების შესარჩევად


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს მიმართა მოწოდებით, ორი კვირით გაუგრძელოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების ვადა. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, პროცესის ხელოვნურად დაჩქარება არ არის საჭირო და ყველამ საფუძვლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურა პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის საფუძველზე უნდა შეარჩიოს და ცესკოს წარუდგინოს.
XS
SM
MD
LG