Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგოლაში დააკავეს ტოგოელ ფეხბურთელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები


ანგოლის პოლიციამ დააკავა ტოგოს საფეხბურთო ნაკრებისთვის სროლასთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირი. ანგოლის ეროვნული რადიოს ცნობით, ორი ეჭვმიტანილი დააკავეს კაბინდაში - ანგოლის ანკლავში, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ესაზღვრება, იმ ადგილის მახლობლად, სადაც პარასკევს ფეხბურთელებზე იერიში განხორციელდა. იერიში მოეწყო მას შემდეგ, რაც ფეხბურთელების ავტობუსი ნავთობით მდიდარ პროვინცია კაბინდას ტერიტორიაზე შევიდა მეზობელი კონგოს რესპუბლიკიდან. გუნდის მწვრთნელის თანაშემწე და გუნდის პრეს-მდივანი დაიღუპნენ, რვა კაცი დაიჭრა. ტოგოს გუნდს მონაწილეობა უნდა მიეღო აფრიკის ერთა თასის გათამაშებაში, რომელიც კვირას დაიწყო. მაგრამ ტოგოს ნაკრებს მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია, ის გუშინ გაემგზავრა ანგოლიდან.
XS
SM
MD
LG