Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტიში გაეროს, სულ ცოტა, 36 თანამშრომელი დაიღუპა


გაეროს განცხადებით, ჰაიტიში ამ ორგანიზაციის, სულ ცოტა, 36 თანამშრომელი დაიღუპა გაეროს შტაბ-ბინისა და სხვა შენობების დანგრევის შედეგად. ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ უიმჰარსტმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ დაღუპულებს შორის არის 19 სამხედრო პირიც. უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ დაღუპულია გაეროს, სულ ცოტა, 22 თანამშრომელი, ხოლო 150 - უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
XS
SM
MD
LG