Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბროდსკი: იულია ტიმოშენკო და მიხეილ სააკაშვილი დაქირავებული ქართველების მეშვეობით უკრაინაში არჩევნების ჩაშლას გეგმავენ


საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი კონკრეტულად არ გამოხმაურებია უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის მიხაილ ბროდსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ იულია ტიმოშენკო და მიხეილ სააკაშვილი დაქირავებული ქართველების მეშვეობით უკრაინაში არჩევნების ჩაშლის გეგმას ამზადებენ. ბროდსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოდან წარგზავნილებს სააკაშვილის პირადი მეგობარი გივი თარგამაძე ხელმძღვანელობს. უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტებს წარუდგინა აუდიოჩანაწერი, სადაც ბროდსკის განმარტებით, ტიმოშენკო და სააკაშვილი ტელეფონით ქართველ დამკვირვებლებზე საუბრობენ. ბროდსკის განცხადებით, ქართველების საგანგებოდ დაქირავების ეჭვი მას შემდეგ გაუნდა, რაც ტიმოშენკოსთან საუბრისას სააკაშვილმა ყველაზე კომპეტენტური და ბრძოლისუნარიანი ადამიანების გაგზავნა ახსენა.
XS
SM
MD
LG