Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ გააკეთა განცხადება ინციდენტზე, რომლის დროსაც ჯარისკაცებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ესროლეს


ნატოს განცხადებით, სულ ცოტა, ხუთი ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა ამ კვირაში, როცა ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანელი ჯარისკაცების ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზის ჭიშკართან. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები (200-დან 400-მდე ადამიანი) გააფრთხილეს, დაეცვათ ბაზასთან გარკვეული დისტანცია, მაგრამ ზოგმა უგულებელყო ეს გაფრთხილება. ამავე განცხადებით, ჯარისკაცებმა ჰაერში ისროლეს, ვიდრე შეკრებილებს გაუხსნიდნენ ცეცხლს.
XS
SM
MD
LG