Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პარლამენტმა ჰამიდ კარზაის მიერ წაყენებულ მინისტრთა კანდიდატების მხოლოდ ნაწილი დაამკიცა


ავღანეთის პარლამენტმა დღეს უკუაგდო პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ წამოყენეულ მინისტრთა კაბინეტის კანდიდატთა უმრავლესობა და 17-დან მხოლოდ 7 დაამტკიცა. დამტკიცებულთა შორის არიან მნიშვნელოვანი ფიგურები - საგარეო საქმეთა მინისტრი ზალმან რასული, იუსტიციის მინისტრი ჰაბიბულა ღალები და რელიგიურ საკითხთა უწყების ხელმძღვანელი იასუფ ნეიაზი. მაგრამ კანონმდებლებმა უკუაგდეს კარზაის მიერ უმაღლესი განათლების მინისტრად წამოყენებული მოჰამად ჰაშიმ ესმატულაჰი და კიდევ ცხრა სხვა კანდიდატი. დღევანდელ კენჭისყრაში პარლამენტმა მეორედ უკუაგდო კარზაის კანდიდატთა უმრავლესობა მას მერე, რაც ის პრეზიდენტად იქნა არჩეული გასული წლის აგვისტოში. მთლიანობაში კარზაის მიერ წარდგენილი 24 კანდიდატიდან პარლამენტმა დღემდე 14 დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG