Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი თურქეთში იმყოფება ვიზიტად


ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი დღეს ანკარაში მოლაპარაკებებს მართავს თავის თურქ ქოლეგასთაცნ, ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუსთან. ისრაელის მედიის თანახმად, მხარეები იმსჯელებენ სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობაზე, კერძოდ, თურქეთში ისრაელის იარაღის ექსპორტზე. ბარაკის ვიზიტის წინ თურქ ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფმა მოითხოვა მისი სისხლის სამართლის წინაშე წარდგენა ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებისთვის. ვიზიტს წინ უსწრებდა აგრეთვე სკანდალი ისრაელში თურქეთის ელჩის გარშემო, რომელმაც განაცხადა, რომ მას დამამცირებლად მოეპყრო ისრაელის მოხელე.
XS
SM
MD
LG