Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა მეთვალყურეები საქართველოდან


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრო პოროშენკომ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა მეთვალყურეები საქართველოდან. მისი თქმით, ეს უკრაინის საერთაშორისო იმიჯზე იმოქმედებს. პოროშენკოს სიტყვებით კითხვებს ბადებს ის გარემოება, რომ უარი უთხრეს მეთვალყურეთა არა ნაწილს, არამედ 2011-ვე ადამიანს. მეთვალყურეთა რეგისტრაცია მთლიანად საარჩევნო კომისიის ხელშია.
XS
SM
MD
LG