Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, გენოციდში ბრალდებული რატკო მლადიჩი სერბიაში იმალება


ბოსნიაში საერთაშორისო თანამეგობრობის საგანგებო წარმომადგენლის მოადგილის, ამერიკელ დიპლომატ რაფი გრეგორიანის განცხადებით, გენოციდში ბრალდებული რატკო მლადიჩი სერბიაში იმალება. მლადიჩი ბოსნიელი სერბების სამხედრო სარდალი იყო ბოსნიის ომის დროს. გრეგორიანის განცხადებით, მლადიჩს დამხმარეთა ქსელი ჰყავს ბოსნიაში, თუმცა სერბიაში იმალება. გრეგორიანს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. სერბიის ხელისუფლების წევრები უარყოფენ, რომ რაიმე იციან მლადიჩის ადგილსამყოფელის შესახებ. ამასთან, ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი 2008 წელს დააკავეს ბელგრადში, სადაც ის წლების მანძილზე ცხოვრობდა. ჰააგის ტრიბუნალმა მლადიჩს გენოციდის ბრალდება წაუყენა ბოსნიის 1992-95 წლების ომის დროს სრებრენიცაში ბოსნიელი სერბების ჯარის მიერ 8000-მდე მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვის გამო.
XS
SM
MD
LG