Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: საქართველომ დამკვირვებლები უკრაინელების თხოვნით გაგზავნა


უკრაინაში საქართველოდან წარგზავნილი დელეგაციის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ორშაბათს საღამოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველომ დამკვირვებლები უკრაინელების თხოვნით და ყველა პოლიტიკური პარტიის წინასწარი თანხმობის შემდეგ გაგზავნა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველო უკრაინელებს კვლავ შეეკითხება, რადგან სურთ, თუ არა დამკვირვებლები, ეს მათი გადასაწყვეტია. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს უკრაინის პოლიტიკაში ჩარევის არც სურვილი აქვს, არც რესურსი და არც ინსტრუმენტები. ”ჩვენი ამოცანა იყო, უკრაინელი ხალხისთვის, როგორც ეს გვთხოვეს, მაქსიმალური სოლიდარობა და დახმარება აღმოგვეჩინა” - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი, ეს ქვეყანა საქართველოს მოკავშირედ და მეგობრად დარჩება
XS
SM
MD
LG