ნიგერიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრალური ნიგერიის ქალაქ ჯოსში მუსულმანებს და ქრისტიანებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა, 192 ადამიანი დაიღუპა. ვიცე-პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა ჯარისკაცებს დაავალა წესრიგის აღდგენა. ძალადობამ ჯოსში ამ კვირაში იფეთქა იმ სახლების რეკონსტრუქციის გარშემო კონფლიქტის გამო, რომლებიც გასულ წელს დაინგრა, რელიგიური დაპირისპირების შედეგად. ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.