Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ხმების დათვლა დაასრულა


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები.ვიქტორ იანუკოვიჩმა ხმათა 35,32 პროცენტი მიიღო, იულია ტიმოშენკომ კი - 25,05 პროცენტი. მესამე ადგილზე ხმათა 13,06 პროცენტით სერგეი ტიგიპკოა, არსენ იაცენუკმა კი 6,9 პროცენტი მიიღო. მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო 5,4 პროცენტით მეხუთე ადგილს იკავებს. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 თებერვალს გაიმართება. ერთმანეთს ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშენკო დაუპირისპირდებიან.

XS
SM
MD
LG