Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი მოუწოდებს პაკისტანს გაანადგუროს თალიბთა ყველა საყრდენი წერტილი


პაკისტანში ჩასულმა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების დროს პაკისტანის ხელმძღვანელობასა და სამხედროებს აუხსნის ავღანეთში ამერიკის მოქმედების სტრატეგიას. პაკისტანის პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაში გეიტსი ამბობს, რომ უაზრობაა ერთმანეთისგან ავღანელი და პაკისტანელი თალიბების გამორჩევა. პენტაგონის თავკაცი მოუწოდებს პაკისტანს, გაანადგუროს ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის გასწვრივ მდებარე თალიბთა ყველა საყრდენი წერტილი. პაკისტანელი სამხედროები ახორციელებენ მასშტაბურ საბრძოლო ოპერაციას ადგილობრივი თალიბების წინააღმდეგ, თუმცა, მხარს არ უჭერენ ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდებას, გაანადგურონ ავღანელი თალიბების თავშესაფრები, რომლებიც საზღვრის გასწვრივაა განლაგებული.
XS
SM
MD
LG