Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგმა რუსეთის პრეზიდენტს ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ვითარების გაუმჯობესებისაკენ მოუწოდა


ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამარბერგმა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს მოუწოდა, იზრუნოს ვითარების გაუმჯობესებაზე ჩეჩნეთსა და ინგუშეთში. ჰამარბერგი დღეს მოსკოვში შეხვდა მედვედევს და, მისივე თქმით, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ამ რეგიონებში არ წყდება მკვლელობები და ადამიანების მოტაცება. ევროსაბჭოს კომისარი გამოვიდა ასევე რუსეთში სასამართლო სისტემისა და პენიტენციალური სისტემის რეფორმის გაგრძელებისაკენ მოწოდებით.
XS
SM
MD
LG