Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა არ გაიმართება


ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. "ბოლო დღეებში პოლიტიკური სპექტრის ნაწილი უკრაინის არჩევნების საკითხს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს და ცდილობს ამ საკითხით სპეკულირებას", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მზადაა ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხების განხილვაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა, უკრაინის თემაზე მსჯელობა არ გაიმართება. უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევა უკრაინის საკითხზე "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოითხოვა.
XS
SM
MD
LG