Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ერაყს თავისუფალი და სანდო არჩევნებისკენ მოუწოდებს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელიც გუშინ ერაყში ჩავიდა, განაცხადა, რომ მარტის არჩევნები ამ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი, სანდო და გამჭვირვალე. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოშიარ ზებარიმ მოიყვანა ბაიდენის ეს კომენტარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკისთან და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას. ბაიდენი ერაყში ჩავიდა შეთანხმების მისაღწევად სადავო შავი სიის გარშემო, რომელშიც მოხვდნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი სუნიტი და შიიტი კანდიდატები, რომლებსაც არ აძლევენ კენჭისყრაში ჩართვის საშუალებას.
XS
SM
MD
LG