Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ჩრდილოკავკასიელ ოფიციალურ პირებს ადამიანის უფლებების ხელშეწყობა დაავალა


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, ჩრდილოეთ კავკასიაში ოფიციალურ პირებს დაავალა, უზრუნველყონ უფლებადამცავი ჯგუფების ნორმალური მუშაობა. რუსეთის პროვინციების ლიდერებთან შეხვედრაზე, პიატიგორსკში განიხილებოდა ისლამისტი მეამბოხეების მხრიდან მზარდი ძალადობის თემა. ბოლო წლებში, ამ რეგიონში უფლებადამცავებზე არაერთი თავდასხმა მოხდა, იყო მსხვერპლი. აქტივისტები იძიებენ ხოლმე კანონის დარღვევის ბრალდებებს უშიშროების ძალების მხრივ. ამ თავდასხმების საქმეთა სასამართლო გარჩევა არ ხდება ხოლმე.

XS
SM
MD
LG