Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ჯარების სარდალს კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების იმედი აქვს


ავღანეთში ნატოს ჯარების სარდლის, გენერალ სტენლი მაკკრისტალის ინტერვიუ, რომელიც გაზეთ „ფაინეშალ ტაიმსის“ დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა, მიანიშნებს, რომ მაკკრისტალს სწორ გზად მიაჩნია თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკება ავღანეთში ომისთვის ბოლოს მოსაღებად. მაკკრისტალის შეფასებით, ავღანეთში დამატებით 30 000 ამერიკელი ჯარისკაცის ჩასვლა საკმარისად დაასუსტებს თალიბანს საიმისოდ, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე დაიყოლიოს. ნატოს ჯარების სარდლის ეს ინტერვიუ წინ უსწრებს ავღანეთის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ხუთშაბათს ლონდონში გაიმართება. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ ბოლოხანს წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს თალიბანის მებრძოლებისთვის ფულისა და სამუშაოს შეთავაზებას მთავრობის მხარდაჭერაზე დასათანხმებლად. კარზაი იმედს გამოთქვამს, რომ მისი გეგმა შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მხარდაჭერას მოიპოვებს ლონდონის კონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG