Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სიკვდილით დასაჯეს „ქიმიური ალი“


ერაყში სიკვდილით დასაჯეს ალი ჰასან ალ-მაჯიდი, რომელსაც „ქიმიურ ალის“ უწოდებდნენ. მას ერთი კვირის წინ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი 1988 წელს ჰალაბჯაში განხორციელებული იერიშის გამო, რომელმაც 5000-მდე ქურთის სიცოცხლე შეიწირა. ერაყის მთავრობის პრეს-მდივანმა ალი ალ-დაბაღმა დაადასტურა, რომ ალ-მაჯიდი ჩამოახრჩეს. ალ-მაჯიდი ერაყის ყოფილ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ახლო ნათესავი იყო. თვით სადამ ჰუსეინი 2006 წელს ჩამოახრჩეს. უფლებადამცავ ორგანიზაცია „ჰუმან რაითს უოჩის“ ინფორმაციით, „ქიმიურ ალის“ პასუხისმგებლობა ეკისრებოდა 100 000-მდე ქურთის დახოცვის, ან გაუჩინარებისთვის.
XS
SM
MD
LG