Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალია თავისი მოქალაქის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამო ავღანეთის ხელისუფლებას უპირისპირდება


ავსტრალიის მთავრობა აცხადებს, რომ ძლიერად შეეწინააღმდეგება ავღანეთის ხელისუფლებას, რომ არ აღასრულოს სასიკვდილო განაჩენი ავსტრალიის მოქალაქის მიმართ. 38 წლის რობერტ უილიამ ლენგდონს, ყოფილ ავსტრალიელ სამხედროს გასულ კვირაში ქაბულის სააპელაციო სასამართლომ ავღანელის მკვლელობისთვის სიკვდილი მიუსაჯა. გაზეთ ”აუსტრალიანის” თანახმად, ლენგდონმა ავღანელი მამაკაცი ვარდაკის პროვინციაში შელაპარაკებისას მოკლა. კამათი ტვირთის ესკორტის უსაფრთხოებას შეეხებოდა, რომელსაც თალიბანი დაესხა თავს. ლენგდონი, რომელიც უსაფრთხოების ამერიკულ კერძო კომპანია - ”ფორ ჰორსმენ ინტერნეიშენალ”-ზე მუშაობდა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ თავისი პისტოლეტი თავდაცვისთვის გამოიყენა მას შემდეგ, რაც მისმა ავღანელმა კოლეგამ, სახელად კარიმმა თავისი იარაღი ამოიღო.
XS
SM
MD
LG