Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის კონფერენციაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას


გაეროს უშიშროების საბჭოს კომიტეტმა თალიბანის ხუთი ყოფილი წევრის სახელი ამოიღო იმ პირთა სიიდან, რომლებსაც ალ-ყაიდასთან კავშირის გამო სანქციები ჰქონდა დაწესებული. ავღანეთის პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი ავღანეთში მის მიერ გამოცხადებული შერიგების პოლიტიკის ნაწილად შეაფასა. გაეროს განცხადებით, სიიდან ამოშლილ ხუთ პირს აღარ შეეხება შეზღუდვა მგზავრობისას და მათი ქონება არ გაიყინება. გაეროს ეს ნაბიჯი წინ უძღვის ხუთშაბათს ლონდონში ნატოს მიერ დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც 60 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ორშაბათის ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ”ლონდონის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, ალიანსის წევრი ქვეყნების პარალელურად მიწვეულნი არიან ISAF-ის პროგრამის კონტრიბუტორი ქვეყნების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. იგეგმება გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლა, სადაც იგი ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო უსაფრთხოების ასეთ ფორმატებში ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების წვლილზე და ისაუბრებს საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე”.
XS
SM
MD
LG