Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული ორგანიზაციები გირგვლიანის მკვლელობიდან 4 წლის თავზე აქციას გეგმავენ


სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 4 წლის თავზე ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს კვლავ შარდენის ქუჩაზე შეიკრიბნენ. მოძრაობა “7 ნოემბრის” ერთ-ერთი ლიდერის ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, ”ბოლო ოთხი წელია საზოგადოების დიდი ნაწილი რეალურად დამნაშავე პირთა გამოვლენასა და ობიექტურ გამოძიებას და სასამართლო პროცესს მოითხოვს, თუმცა, პირიქით ხდება, რადგან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთები თანამდებობრივად დააწინაურეს, შემსრულებლებმა კი - ცინიკურად სიმბოლური სასჯელი მოიხადეს”.ხვალ საღამოს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები გამართავენ სანდრო გირგვლიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციას, რომლის დასრულების შემდეგ უჩვენებენ ფილმს, სახელწოდებით: “ქალაქში მკვლელია”.
XS
SM
MD
LG