Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში ათზე მეტი პარტია მიიღებს მონაწილეობას


საქართველოს ცსკ-ის თავმჯდომარის ინიციატივას, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ, ათზე მეტი პოლიტიკური პარტია უკვე დათანხმდა. მათ შორის არ არიან ლეიბორისტული პარტია და ეროვნული ფორუმი, რომლებიც სიების შემოწმების პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ. ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმება დამოუკიდებლად დაიწყო ”მოძრაობამ სამართლიანი საქართველოსთვის.” საარჩევნო სიების მონიტორინგში მონაწილეობის განაცხადი პარტიებმა ცსკ-ს 1 თებერვლამდე უნდა წარუდგინონ. სიების შემოწმება 5 თებერვალს დაიწყება და 15 მარტამდე გასტანს.
XS
SM
MD
LG