Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა თალიბებს იარაღის დაყრისაკენ მოუწოდა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს თალიბებს მოუწოდა, დაყარონ იარაღი და ცნონ ავღანეთის კანონები. კარზაის თქმით, მისი მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს, ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად. ამ მოწოდებამდე რამდენიმე დღით ადრე, კარზაი და მისი დასავლელი მოკავშირეები შეთანხმდნენ, შეიქმნას უფრო მასშტაბური პროგრამა, რომლის მიზანიცაა თალიბანის მებრძოლების დაყოლიება, უარი თქვან ამბოხებაში მონაწილეობაზე. დღეს კარზაიმ, პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, განმეორებით განაცხადა, რომ შერიგების წინადადება არ ვრცელდება ალ-ყაიდაზე, რადგან ავღანეთში ტერორისტების ადგილი არ არის.
XS
SM
MD
LG