Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიების პრაიმერი 28 მარტის ნაცვლად, 18 აპრილს გაიმართება


თვითმმართველობის არჩევნების წინ, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის პრაიმერი 28 მარტის ნაცვლად, 18 აპრილს გაიმართება. მისი ჩატარების განმსაზღვრელ კოდექსს დღეს ხელი მოაწერეს კონსერვატიულმა და ხალხის პარტიებმა, “მოძრაობამ სამართლიანი საქართველოსათვის,” მოძრაობა ”ქრისტიანულმა საქართველომ,” ვეტერანთა და პატრიოტთა კოალიციურმა მოძრაობამ და “მომავლის პარტიამ.” დღესვე პრაიმერის ინიციატორებმა გამოაქვეყნეს “საქართველოს გამარჯვების გეგმა,” რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის ”გადარჩენის და გამარჯვების გზა გადის უკანონო ხელისუფლების შეცვლაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ შეურიგებელი და რეალური ოპოზიციური ძალების უკომპრომისო და ერთიანი ბრძოლით.” გეგმის ავტორები ოპოზიციას ერთიანობის აღდგენისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე ეტაპის დასაწყებად 9 აპრილს შეკრებისკენ მოუწოდებენ, 26 მაისს კი - არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ პრევენციული აქციისკენ.
XS
SM
MD
LG