Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგება


მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას ”ალიანსის საქართველოს” ლიდერი ირაკლი ალასანია მიიღებს. მისი პარტიის ”თავისუფალი დემოკრატების” ცნობით, ოფიციალური მონაწილის სტატუსით, რამდენიმე კვირის წინ მიწვეული ირაკლი ალასანია, კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგება და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსა და უსაფრთხოების მსოფლიო სისტემაში საქართველოს როლზე ისაუბრებს. ალიანსის ლიდერი მიუნხენის კონფერენციის მონაწილე რამდენიმე ქვეყნის ოფიციალურ პირებს და ექსპერტებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG