Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი „გადაჭრით“ ეწინააღმდეგება ობამას შეხვედრას დალაი ლამასთან


ჩინეთი აცხადებს, რომ „გადაჭრით“ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეხვედრას ტიბეტის სულიერ ლიდერ, გადასახლებაში მცხოვრებ დალაი ლამასთან. პარასკევს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ამგვარი შეხვედრები კიდევ უფრო გააუარესებს ურთიერთობას პეკინსა და ვაშინგტონს შორის. ობამა დალაი ლამას ვაშინგტონში, 17 და 18 თებერვალს უნდა შეხვდეს. ადამიანის უფლებების პრინციპების მიმართ პატივისცემის დემონსტრირების მიზნით ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დალაი ლამასთან შეხვედრას შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტი მართავდა. პეკინი დალაი ლამას ტიბეტის ჩინეთისგან განცალკევების ხელშეწყობაში ადანაშაულებს - თავად დალაი ლამა ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG