Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკობაშვილი: საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატოში გაწევრიანებაა


საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის “მისტრალის” მიყიდვის ისტორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა. მისი შეფასებით, საქართველო რუსეთს შეიარაღებასა და “მისტრალის” მსგავსი ხომალდების შეძენაში ვერ შეეჯიბრება, ამიტომ ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატოში გაწევრიანებაა. “ვფიქრობ, რომ საფრანგეთის ხელისუფლების მსგავსი გადაწყვეტილება თავის დროზე ხელს შეუწყობს პარიზის პოზიციას, ხელი არ შეუშალოს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას” - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.
XS
SM
MD
LG