Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლების მოთხოვნით აშშ-ის საელჩოს შენობასთან აქცია გაიმართა


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლების მიზნით შექმნილმა კომიტეტმა, გამსახურდიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია თბილისში, აშშ-ის საელჩოს შენობასთან გამართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მოქალაქის დაჭრის ცრუ ბრალდებით დაპატიმრებული ცოტნე გამსახურდია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რადგან თვეზე მეტია პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აქციის მონაწილენი ასევე მოითხოვდნენ, რომ პატიმარი დედას შეახვედრონ.
XS
SM
MD
LG