Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 12 სამოქალაქო პირი დაიღუპა


ნატოს სარდლობამ დაადასტურა, რომ ჰელმანდის პროვინციაში თალიბ მეამბოხეებზე განხორციელებული შეტევისას 12 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ორი რაკეტა მიზანს ასცდა და ქალაქ მარჯაში საცხოვრებელი სახლი ააფეთქა. ნატოს სარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა განაცხადა რომ ღრმა სინანულს გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო. ნატო ჰელმანდის პროვინციაში ოპერაცია მოშთარაქს ახორციელებს, რაც დარის ენაზე ნიშნავს ”ერთად” და ყველაზე დიდი კოალიციური შეტევაა 2001 წლის, თალიბანის განდევნის შემდეგ. ოპერაციაში ნატოს, შეერთებული შტატების და ავღანეთის არმიის 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე და რამდენიმე ათეული ავიაცია იღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG